არ შეჩერდე !


მიუყვები აღმართებს ნეტავ რაზე ფიქრობ?!
თითქოს გადაღლილი ხარ, თითქოს, თითქოს, თითქოს....

წინ მიიწევ გრძელი გზა, თუმცა კვლავაც წინ გაქვს,
მიდიხარ, ვით სიზიფეს შენი ლოდი მიგაქვს.

შეჩერდები განვლილ გზას,
გადახედავ ფიქრობ,
ეჰ რამდენი მივლია,
დავიღალე თითქოს...

არ შეჩერდე! გასწიე! დრო არ არის დგომის,
შორი გზა გაქვს სავალი, შორი, შორი, შორი,
არა ნუ გაჩერდები, ფრთით აიჭერ ცაში,
ერთხელ არ გამოგივა? არ დანებდე ცდაში,
დაიღალე? ნუ ფიქრობ "დავისვენებ მოდი"
მოიქნიე გასტყორცნე წინ სიზიფეს ლოდი.
მიდი მიდი ნუ ფიქრობ დავიღალე თითქოს,
დაიხსომე მას აღწევ, რასაც გულით ფიქრობ!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი