ქართლს


მთავ ქედო კვერნაკისაო,
და ტირიფონას ველო.
ბერიკლდის ნამოსახლარო,
ძველო და ძველთა ძველო.
ბებერო უცლისციხეო
შენ ისტორიის მცველო.
გორიჯვაროო მაღალო,
ქართლის შუბლო და მკერდო,
და პაწაწინა ცხინვალო,
ჩემო მომწყდარო ცრემლო.
გორისციხეო მაგარო
ქართლის დარაჯად დამდგარო.
შუაგულ ქართლის ვაკეო
სახოტბო – საარაკეო.
ჩემო პატარა სოფელო
გულს სიხარულის მომფენო.
მიწავ მომცემო მადლისა,
ღვინოვ მომკლავო დარდისა,
მსურს თქვენ მოგიძღვნათ ლექსები,
ლექსებით გეალერსებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი