შემოდგომა


შემოდგომის ფერთა წყება,
და ფოთოლი ტოტს რომ წყდება,
ეს ხატება ამ სახების,
შეგრძნებათა სიმებს წვდება.
სხვაგან ვერას ნახავ მსგავსს და,
შეხედე და დატკბი რადგან,
შენ საამოდ ეს წალკოტი,
შემოდგომამ ამოქარგა.
მზის სხივები როს იღვრება,
არხევს სიო ნეშოს ნაზად,
და ფოთოლი ტოტს რომ წყდება,
მიწას წვება ფიანდაზად.
მაშ სამოთხის ბაღს თუ ვხატავთ,
სიმწვანეს და ყვავილს ათასს,
შემოდგომის გარეშე თვით,
თვით სამოთხეს მივცემთ რა ფასს ?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი