თუმცა ყველაფერი სიზმარია


თუმცა ყველაფერი სიზმარია
დროებითია და წარმავალი
ჩვენ კი ვერაფერი გაგვიგია,
ვინ ვართ სად მივდივართ აბარავი.

ბურუსით ყოფილა დაფარული,
ვალი თუ რამე გვაქვს მომავლისა,
და დღეს ცხადია და ნათელია,
აზრი რუმისა და ომარისა.

ახლა ყველაფერი სიზმარია,
აწმყო მერყევი და მოფარფატე,
შენ კი სანამ მატლი შეგესევა
შესვი ფიალა და იხარხარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი