ფიქრი კომაში
სული ვარ სხეულის კედლებში შთენილი, მინდა, რომ წავიდე, მინდა, რომ ავფრინდე, გამიშვით, მეძახის, მეძახის ენლილი... ვშლი მკლავთა აფქიოს, წასვლა მსურს, მივდივარ, სნეული სხეულის გახლავართ ტუსაღი, მიშველე უფალო, მე შენი შვილი ვარ... მირბიან წამები, მაყოვნებთ დროებით, მივფრინავ და სულზე სამყარო მომება, გამიშვით დაღლილი ვარ ამაოებით... სული ვარ სხეულის კედლებში შთენილი, მინდა, რომ წავიდე, მინდა, რომ ავფრინდე, გამიშვით, მეძახის, მეძახის ენლილი... ყოველი, ყოველი, უთქმელი ტვირთია, მაჩერებთ და მაგდებთ ცრემლიან გუბეში, მე უნდა გავფრინდე და რისთვის იღწვიან ? უშველე უფალო, სჭირდებათ ნუგეში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი