ბედნიერება
დაე გავგიჟდეთ თუ ვეწევით ბედნიერებას, ერთმანეთისთვის შევიშალოთ და ზღვარს გადავცდეთ, ვარსკვლავებს მიწვდეს კისკისი და ცელქი მღერება, და ეს სიგიჟე შვილთა შვილებს მერე გადავცეთ. ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და შარას გავუყვეთ, სირბილ-სირბილით, სიგიჟეა ჩვენი მშვენება, გადავაბიჯოთ დაღლილსა და უგვან სამყაროს, დაე გავგიჟდეთ თუ ესაა ბედნიერება. მოდი, გაგითბო შემცივნული სველი ხელები, შეშლილობამდე ნეტარია შენი ფერება, ჩვენ შევიშალოთ, რომ ამ ქვეყნად ყველამ იცოდეს, რომ სიგიჟეა, სიგიჟეა ბედნიერება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი