უმიზეზო სევდა
დღეს უმიზეზოდ მოგვრილი სევდა, ნეტავ საიდან იღებს სათავეს, რომ არც საწყისი მინახავს მისი, არც ვიცი როდის უნდა დამთავრდეს. თითქოს სიცოცხლემ დახუჭა თვალი, ყოველმა არსმა დღეს იგრძნო დაღლა, თითქოს გრძნობებიც არის მიმქრალი, და თვით სამყაროც თითქოს თვლემს ახლა. ახლა ცხოვრების დღეთა დინება, დგას და არსაით მიედინება, და გაყინული წუთები ასე, სევდით, დარდით და წუხილით მავსებს. ჩამოიშალა დილა და ახლა, საღამოს ბინდით სივრცეა სავსე, ყოველმა არსმა დღეს იგრძნო დაღლა, და მეც ფარული წუხილი მავსებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი