ქრისტეს გზა


ქრისტე ნაგვემი სხეულით,
გოლგოთის შარას მიყვება,
ვერ გავარჩიეთ სიკეთე,
ბოროტებისგან ბრიყვებმა.
და მაშინ მიწა თხემისა,
ისეთი სისხლით დასველდა,
რომ მასზედ კაცობრიობის,
ყოფის საზრისი დაშენდა.
და კვლავ წარმოსთქვა მოძღვარმა,
ყველას შეუნდე მამაო,
რომ მისი დაღვრილი სისხლი,
არ ყოფილიყო ამაო.
ათასწლეულებს გადმოყვა,
რაც აღესრულა იმ დღისით,
ზეცა დაბნელდა და მიწა,
შეიძრა ცოდვის სიმძიმით.
და დღეს მის სახელს ვადიდებთ,
უფალს მივაპყროთ თვალები,
მხოლოდ ქრისტეს გზით იღება,
სასუფეველის კარები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი