იდილია


ვარსკვლავიან ცაზე,
დაკიდულა მთვარე,
იღიმის და ნაზად,
თვალებს ახამხამებს,
ნელი სიოს ტოკავს,
ეფერება მინდორს,
და ჭრიჭინაც გზაზედ,
წყნარად მიღიღინობს,
ჰარმონიას ერთვის,
ბაყაყების ჟღერა,
ბუმაც თავის კუ-კუ,
მშვიდად დაიმღერა,
მეც ეს ხმიადობა
იდილიით სავსე,
გრძნობით მეფინება
და სიცოცხლით მავსებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი