საოცნებო არე


ღამის ფიქრი ტოკავს,
დასეირნობს მთვარე,
და სიცივე მბორკავს,
ეს სიცივის არე.
შუაღამე ოხრავს,
ვეფერები ღრუბელს,
ცად აზიდულს აწ და,
ჩამოქცეულ გუბეს.
და გვპირდება ღამე,
გარიჟრაჟის კიაფს
და სევდიან მთვარეს,
მარტოობა მიაქვს,
ცა არ არის მარტო,
ღრუბელია ცასთან,
შესახვერად მიდის,
მთვარეც განთიადთან.
მარტოობა ჩემთან,
განთიადთან მთვარე,
ღრუბელი და ღამე,
საოცნებო არე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი