ტყის მეფე (Erlkönig - იოჰან ვოლფგანგ გოეთე)
ვინ მიგელავს ასე გვიან, ქარბუქიან ღამეში ? მამა თავის შვილთან ერთად, უღრან არე-მარეში, ყრმა ხელში ყავს აყვანილი, ასე მიყავს ტარებით, ათბობს მამა თავის პირმშოს, მკერდითა და მკლავებით. შვილო, რატომ მალავ სახეს, ასე შიშით, ცახცახით ? - მამი, მამი, ტყის მეფეა, ვერ ხედავ რომ აქ არის? ვერ ხედავ, რომ გვირგვინი აქვს და თან გრძელი კუდი აქვს ? - ჩემო შვილო სიო არის და ნისლის ზოლი მიაქვს. „საყვარელო ბიჭუნავ, ჩემთან ერთად წამოდი! აგისრულებ სურვილებს, ძილის წინ რომ ნატრობდი. ჩვენთან ბევრი ყვავილია, ფერიები მღერიან, დედაჩემი შენ გაჩუქებს, ქურთუკს ოქროსყელიანს“. მამი, მამი, მოუსმინე, ვერ გაიგე მისი ხმა ? რას მპირდება მე ტყის მეფე, წეღან ჩუმად რომ მითხრა? - ჩემო ბიჭო, დაივიწყე, შენ დამშვიდდი, ნუ ღელავ, ეს ხომ ქარის ხმაურია, ფოთლებს ქარი უბერავს. „გინდა კოხტა ბიჭუნია, წამოხვიდე ჩემთან? იხალისებ, რომ გელიან, შენ ჩემს ასულებთან, ნახავ ჩემი ასულები, ღამით ერთობიან, სულ ცეკვავენ, სულ მღერიან, შენ გელოდებიან.“ მამი, მამი, იქ შეხედე, იქ შეხედე ჩქარა, ხედავ ბნელში, რომ ტყის მეფის, ასულები ჩანან ? ჩემო ბიჭო, ჩემო ბიჭო, ახლა ზუსტად ვხედავ, ჩანს მოხუცი ტირიფები, ასე ლანდისფერად. „მე მიყვარხარ, მე მიზიდავს, ეგ ლამაზი სხეული, შენ არ გინდა ? მე წაგიყვან, ძალით იყავ ძლეული! მამი, მამი, ესესაა მომეხვია ხელებით, ტყის მეფეა, გული მიწუხს, მსგავსი საშინელებით. მამა შეკრთა შეეშინდა და საჩქაროდ გასწია, ხელებში ყავს შვილი, კვნესის, საბრალოა პაწია, თავის სახლის ზღურბლთან მიდგა, ღონისაგან დაცლილი, მაგრამ შვილი უკვე ყავდა - მკლავებში - გარდაცვლილი. ორიგინალი - das Original Wer reitet so spät durch Nacht und Wind? Es ist der Vater mit seinem Kind; Er hat den Knaben wohl in dem Arm, Er faßt ihn sicher, er hält ihn warm. Mein Sohn, was birgst du so bang dein Gesicht? Siehst, Vater, du den Erlkönig nicht? Den Erlenkönig mit Kron' und Schweif? Mein Sohn, es ist ein Nebelstreif. "Du liebes Kind, komm, geh mit mir! Gar schöne Spiele spiel' ich mit dir; Manch' bunte Blumen sind an dem Strand, Meine Mutter hat manch gülden Gewand." Mein Vater, mein Vater, und hörest du nicht, Was Erlenkönig mir leise verspricht? Sei ruhig, bleibe ruhig, mein Kind; In dürren Blättern säuselt der Wind. "Willst, feiner Knabe, du mit mir gehn? Meine Töchter sollen dich warten schön; Meine Töchter führen den nächtlichen Reihn, Und wiegen und tanzen und singen dich ein". Mein Vater, mein Vater, und siehst du nicht dort Erlkönigs Töchter am düstern Ort? Mein Sohn, mein Sohn, ich seh' es genau: Es scheinen die alten Weiden so grau. "Ich liebe dich, mich reizt deine schöne Gestalt; Und bist du nicht willig, so brauch' ich Gewalt." Mein Vater, mein Vater, jetzt faßt er mich an! Erlkönig hat mir ein Leids getan! Dem Vater grauset's; er reitet geschwind, Er hält in den Armen das ächzende Kind, Erreicht den Hof mit Mühe und Not; In seinen Armen, das Kind war tot.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი