მე თუ ბოლოს მომკლავს რამე


მე  თუ ბოლოს მომკლავს რამე ეს იქნება დარდი,
მინდა მკვდარს რომ დამადოთ ერთიოდეღა ვარდი,
იცით ამ ჩემს გონებაში აურ ზაურია,
წესიერად ვერას ვფიქრობ მუდამ ხმაურია,

და დასალევს დალოცვილს ამ ორიოდე ჭიქას,
როცა დავლევ ჩემთვის უძლურ გრძნობებს მწყემსად ნიშნავს,
და დავახრჩობ გონებას არყის უსასრულო ჭაში,
რომ წამიღოს მაღლა ისევ ამაფრინოს ცაში,

ნასვამი და მოწყვეტილი გულის სიღრმეს ვიგრძნობ,
რაც კი შიგნით დამალულა მაღლა ჩემთან ვიხმობ,
გავუმართავ სასამართლოს დავუწესებ წესებს,
და რომ აღარ შემაწუხოს მას შევუკრავ ხელ ფეხს,

მაგრამ ერთმა დამაკნინა ვერ ვერევი ვერა,
თუ კი რამე არის გრძნობა ერთად მოაქვს ყველა,
მიტევენ და მანარცხებენ ძირში მსგავსად მძივის,
დაბნეულს და ღერძ მოწყვეტილს გამთელება მიმძიმს,

მაგრამ ისე მაძლიერებს ვერას მიზამს დარდი,
თუ კი რამე მომიხდება თვალ წინ მიდგას კადრი,
კადრი ისე დატვირთული რომ ვერ გაშლი გრძნობებს,
სიტყვა ძუნწ ამ მომენტებს და გულის კუნთის მკრთობელს,

ამიტომ ვარ ასე ძლიერ მოტრფიალე არყის,
ისე უცებ ისე მრავალ სიტყვით მუზას მაწვდის,
და დავიწყებ დახატვას მგრძნობიარე სიტყვის,
რომ მაკვირებს ყოველ დეტალს ყოველივე შტრიხის,

და დასასრულს მისული ჩემსვე სიტყვას ვირგებ,
ჭკუას ვსწავლობ და რაც მითქვამს ყველას რჩევად ვიღებ,
დილით ფხიზლად გაღვიძებულს მახსენდება ლექსი,
აი უკვე მანდ გაიდგა ჩემმა სიტყვამ ფესვი,

სიმთვრალეში ნაამბობი გავაცანი ფხიზელს,
ყოველივე სიტყვის ახლად გააზრება მიწევს,
ასეთ ღამეს მიჩვეული რუტინაში მცხოვრები,
ნახატ ლექსით სულ დამრჩება  ჩემი მტკბარი სტროფები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი