კრემლი


დაიწყო ომი, უცებ დამთავრდა,
თავზე დაგვაჯდა პუტინის კრემლი,
ბევრ ქართველს ჯერა ისევ რუსეთის,
რის გამოც თვალთან მადგება ცრემლი.

როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე,
შევთანხმდეთ ყველა, კრემლია მტერი,
ასეთ საკითხზე ორაზრობამ,
დაგვღუპა ყველა, დაღუპა ერი!

რამდენი გმირი მოგვიკლეს მაშინ,
რამდენი ბავშვი დარჩა უმამოდ,
რამდენი რამე წაგვართვეს სანამ,
დავბორიალობთ ტყეში უთავოდ!

-რა მოხდა მუხრან?! გაქრა ანდერძი?
ვერ ვმოსავთ მუხას, მერამდენე გაზაფხულია
ამ დროებამ საპირისპიროდ იბრუნა ღერძი,
ჩვენი მტერიც კი ამ ომებში, გაწაფულია.

წაგვართვეს ჩვენი ქართული მიწა,
ჩამოგვისახლეს მერე ოსები,
კიდევ ვერ ვხვდებით რას გვიშავებენ?
მალე დაგვხვრეტენ კრემლის რუსები...

                                             18 / 02 / 2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი