არმიელი


მან ვერ მოიგო ომები ბედთან,
ახლა მდელოზე იარაღს ათრევს,
ახლა ის ცდილობს მოიგოს მტერთან,
და მტრის ბანაკებს ტანკებით ანგრევს,

იქნებ ოცნებობს მშვიდად ყოფნაზე,
და სამშობლოსთვის ოცნებას იქრობს,
მხარში დაჭრილი ჩამოჯდა ქვაზე,
მაგრამ აქაც კი ბრძოლაზე ფიქრობს.

სიცოცხლეც კი უბრალოია მისთვის,
მთავარია მშვიდად იყოს შვილი.
არ უგრძვნია ჯერ შეხება ვაჟის,
აკვანში რომ ელოდება ჩვილი...

 ამ ჯარისკაცს ინსტიქტი აქვს ლომის
და ჰგონია ამ ბრძოლასაც იგებს,
არაფერი გაეგება ომის,
მეომრები აკლდებიან რიგებს,

ჩვენი გმირი იგერიებს ტყვიებს,
კიდევ ერთი დააცალა ვაზნა,
ვეღარ ითვლის მოკლულების სიებს,
დააბნია მტრის გაშვებულ გაზმა.

სახში კიდევ ნერვიულობს ცოლი,
ცრემლები სდის ხანში შესულ დედას,
მეომარს კი ახრჩობს ცეცხლის ბოლი,
საომრადაც მარტო წასვლას ბედავს.

ბედმა ისევ უღალატა მებრძოლს,
და დატოვა ბრძოლის ველზე მარტო,
ახა ნატრობს თავისივე საწოლს,
- რად მარგუნა ბედმა ესე რატო?!

რად ჩამარტყეს ოცნებებმა დანა,
დაჩაგრული ტალახში რომ ვგდივარ,
ჩავდიოდი ესეთ ცოდვებს განა?!
მომხდურთ გზაზე პირველი რომ ვდგავარ.

არ ვიმარჯვებ? ბრძოლის ველზე ვკვდები,
აქ შემარქვეს მე უდრეკი ლომი,
რომ მოვკვდები ამ ბრძოლებში ვხვდები,
ახა უნდა ვაწარმოო ომი!!!

ერთ კაცს თვალწინ უდგას ასი,
მაგრამ ბრძოლას მაინც ბედავს,
ის მიმხვდარა რაა ომის ფასი,
დაჭრილია სისხლი მოსდის, ხედავს.

ამ დროს უცებ დედამ იგრძნო რაღაც,
ჩაიკეცა და ხმამაღლა ტირის,
უკვე იცის ეგ დედობა დაუჯდება რადაც,
მაგრამ არაა! ის დედაა გმირის.

უცებ მეომარი ტყვიისგან დაიჭრა,
ერთი არ აკმარეს, კიდევ გაისროლეს,
თითქოს სამართალი უეცრად ჩაიჭრა,
ამით ბოროტებმა სურვილი აისრულეს.

გმირი დგას და უცებ წაიქცევა,
მტრები დაიწყებენ ზეიმს,
ამით სამართალი სადღაც გაიქცევა,
ცუდი ამინდია წვიმს...

ტალახში გორავს უსულო სხეული,
რადგან სული ცაში გაფრენია,
რიგში ჩადგება ახალწვეული,
რადგან უძრაობას გმირობა ურჩევნია,

ასე აატირა მთლიანი ოჯახი,
სოფელს ჯარისკაცი მოკვდომია,
ასე გადაუტყდა ნაჯახი,
სოფელს ძლიერება წართმევია.

დასავლეთიდან მოაქვთ ცხედარი,
აღმოსავლეთით კი სხვები ტირიან,
ასე და ამ ჟამად მომკვდარი,
დედები საფლავებზე მიდიან.

ვვეღარ უძლებს სევდას გული ქვრივის,
ობლად დარჩენია ბავშვი,
უცებ შეკეთება და წივის,
ცრემლით იხედება ცაში...

აღარ იცის რითი მოერიოს,
და შვილს უტოვებს გენებს,
- დაე სიკვდილმა წამათრიოს!
ამბობს და გადაიჭრის ვენებს.

უცებ სასაფლაოს მივადექით,
ორი ცხედარი საკურთხად მღვდლებს,
ყველა შეაშფოთა მომხდარმა,
სევდა დასტყობიათ მგლებს 
 
ასე დამთავრდა სიცოცხლე,
გუშინ მზე იყო და წვიმს.
დაინთო კოცონი, გაჩნდა საცეცხლე,
სუნთქვა მთავარია, ბოროტი ძირს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ლალი შანშიაშვილიპოეზია4 წლის წინ

dzalian magari leqsiaa bravoo❣️🥰

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი