მარტოობა!
მარტოობა დასტყობიათ თვალებს, სიმარტოვეს ვერ ერევა ფიქრი. ეს სიცოცხლე დამიბრუნებს ვალებს, სადღაც ზღვისკენ ამ ფიქრებში მივქრი. დასტყობიათ მარტოობა ხელებს, თორე ისე არ იწყებენ წერას, თვითონ ესვრის ეს დროება მკვლელებს, და შეწყვეტენ მსხვერპლისაკენ მზერას. დასტყობიათ მარტოობა ლექსებს, სტრიქონს აკლდა შენთან ყოფნის წუთი, შენთან ყოფნა გულს სითბოთი მივსებს, ცუდ ფიქრებსაც გასკდომიათ ყუთი დავიძინებ მხოლოდ მაშინ როცა, ამ დილის ექვს დააკლდება ხუთი, მანამდე კი გადავავსე ბოცა, სმით ილევა საათი და წუთი რა ყოფილა მარტოობა, მკვლელი! თითქო გულზე დამაწყვესო ქვები, აღარაა გზა მთებისკენ მსვლელი, მარტო მე ვარ შორს წასულან სხვები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი