წავედი კარგად
გავიქცე მინდა, მოვშორდე მინდა... გავფრინდე მინდა... ვაქუხო გრძნობა სუფთა და წმინდა. გაფრენა მინდა, გავაფრენ ვიცი... გაქცევა მინდა ისევ ვთქვა მერე, ეს ამად ღირდა. მე მინდა ვნახო ბოროტო ხალხო ქუჩაში სახლი, ყანები მიღმა. ძებნაში ახლის გიპოვო მინდა. ვიდექი მარტო ქუჩაში წვიმდა. ვიდექი მარტო ვეძებდი ნიშანს შეწყვიტა წვიმაც რაღაცას ნიშნავს. ყანები ოქროს, სეზონის გამო... წავიდეთ სადმე მე მოვალ, გამო. მერე კი ,,კაფე" მე გზები ვკაფე. ყავა და ფიქრი ამინდი ისევ ამინდთან მიქრის... რაღა ვქნა მეტი ესაა ბოლო ფიქრი და ყავა, სასმელიც ,,წავა". დამხვდება ტყვია წარსულის, წავალ. წავალ და მერე მიპოვე ერთი, გრძნობა მაქვგს გულში ქარიშხალს ერთვის... შენც შემოხვედი, არ გელოდი მე მაპატიე. დაფაზე მეფე ალყაშია ვაგებ პარტიებს და მერე სამყაროდან მივფრინავ მაღლა, გავაფრენ, ვიცი! დაირღვა ზავი და მერე ფიცი. წავედი ახლა, წავედი, კარგად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი