ასი წლის კაცი
კაცია მთებში ამბობენ და მეც ვერ ვიჯერებ... კაცია მთებში მარტოდ-მარტო თურმე წლებია სხვები წასულან საუკუნის ნახევარია... ვაჟი ყოლია, და ასული მაგრამ წასული ოთხმოცი წლის წინ დაუყრია მიწა კლდეები... მოუკვდა ვაჟიც, და მის ასულს ზედ დაამარხა. ვერ დაამარცა სიკვდილმაც და შევნიშნე ერთხელ მიაჭენებდა მოხუც ულაყს კოჭლს და წასაღებს... კოჭლს და წასაგებს მე გამიჩერდა, მეგობარო მითხარი ერთი ხმა ხომ გიდგას, თვალი ხომ გიჭრის აი ყორნები, ეს ყორნები საით მიდიან ჩრდილოეთითთქო ვუთხარი და ისიც დაიძრა გაჩერდი კაცო სად მიდიხარ გაიხედეო იმ მთებისკენ მითხრა და წამსვე არ ყოფილი ფიქრებივით გაუჩინარდა... დასდევსო ყორნებს დადის ტყეში მერე ღრეში მერე მოუვლეთს... რომ შეუსრულდა ასი წელი ასი ზამთარი ისე მოხუცდა რომ ტევრ მთებზეც კი დამარცხების ფეხი დაუცდა... აცივდა ირგვლივ სეტყვამ დასცხო დასცხო წვიმამაც... დაუცდა ფეხი და იმ წამსვე წაატყდა ძირში... გამოეცხადა მოსუცს ისევ ისე სიკვდილი... -გამომგზავნესო წასაყვანად დროა შე კაცო. ჩააბარეო ახსარება რაც გიწერია ასი ზამთარი ასი თოვა ასი წლის კაცო ასი რთველიდან დაწურული ღვინის წვეთებით გადაუვსია ერთი ბოთლი თელიანისა მოხსნა თავი და სულ არაფერი ისე დალია არაო უთხრა უტკბილობელს უძვლოს უხორცოს ფეხი აიდგა და მთებისკენ ისევ წავიდა... მრავალი ღამე მიილია ამ ამბის შემდეგ აი მთაზე რომ შროშანია ჩემი აზრები იქ თვრებიან ქარი გატეხილ აშარია ფიქრები თოვას მიყვებიან ვეღარ უძლებდა აწვალებდა მოხუც კაცს ფეხი გარეთ გასვლისას უწყალობლად დაეცა მეხი განისვენა და მოსვენება უწყის სოფელსაც და მოჩვენება თან დაყვება მოხუცი კაცის ლეგენდის ტომებს მტვერი ადევთ ასე წერია იმ კაცის სული მიყვებაო ყორნებს მთებისკენ ყირნები ახლა მესამასე წელში მიდიან და არ იციან სად გაფრინდნენ საით წავიდენ... ჩემში ჩასახლდა საუკუნის სული მოხუცი მე არ მოვუციდი დავდივარ და დამყვება უკან და ვინღა იცის საით წავალ საით ვიქნები. ნიკა კუკავა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი