სიყვარული


- მას რა ვუთხრა?
- გაგიჟდა და მთებში გაიხიზნათქო...
- და სად მიდიხარ?
- მთებში.

- სახე ჩამენგრა, სიყვარული როცა მინდოდა,
ჯერ არ დაწერილ ზღაპარივით სუსტი თვალები
ფიქრობდნ ალბათ, სიყვარული საით ეპოვათ.
მაგრამ ქუხილი სიჩუმესთან იწყებდა ომებს
და გაფანტული ღრუბლებივით მოსჩანდა ცაზე.
მე აღარ ვიცი რომელი გზით ვუშველო ტომებს,
რომელიც ისევ გადაკარგვად მეტყობა ხმაზე... 
მე უმისობა გადავფანტე რადგან მინდოდა,
ისევ მის თვალებს წამოეწყოთ მზერათა ბრძოლა... ხედავ? როგორი უხორცოა ნდობათა გორვა, რადგან საკვები მოვაკელით... მოვუწყვეთ ჯვარცმა.
მე კი ვხედავდი სიუცხოვეს როგორ ირგებდი...
როგორც თეატრში ნაოფლარი მაესტროს სცენარს. კვანძის გახსნისთვის ვემზადები,
სცენას ვპირდები... ,,კულმინაციას არ მოუწევს დრამასთან ბრძოლა" და არ ცრემლებით დავუსველებ გადახანილ ფარდებს.
შევურიგდები მარტოობას რადგან ვეჩხუბე,
როცა შენს გამო ვამაგრებდი ჩვენ ირგვლივ ფრონტებს... მაგრამ პირობას ვერ ვასრულებ როგორც ყოველთვის: ''ახლაც ძალები უგზოუკვლოდ დაკარგულია!"
ისევ ცრემლებით უსველდებათ თვალები ყველას, და ეს პიესაც ძველებურად დრამატულია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი