ისევ ისეთი როგორიც, ისევ იქითკენ სადაც.


მე შენ გიპოვე
უიმედო იმედებს მიღმა
და შენზე ფიქრში გალეული თვეების ბოლოს
მე როგორც იქნა მივაგენი პასუხს კითხვებზე
ახლა ძვირფასო დავეჩვიე სმას და ვერლიბრებს
მე მთვარის მიღმა აღმოჩენილ სამყაროში ვარ
სადაც სიტყვები მეტს ნიშნავენ ვიდრე ქმედება
და ამ პარალელს როგორც იქნა გავუსვი ხაზი.

ჰო ნასვამი ვარ ვიცი მაგრამ არ გვინდა ფიქრი
ჰო არც მე ვფიქრობ იმაზე თუ რას ვიტყვი ახლა
და შენს ფიქრებში გადახიზნულ ვნებებს მოვძებნი.

დავლიე ერთი, მეორეც და ახლა ვხვდები რომ
იმაზე ბევრად მეტი მაქვს ორგანიზმში ვიდრე მჭირდება.
და ასე უბრალოდ და უგონოდ მთვრალი ვასკვნი
ვასკვნი რომ შენი თვალებია ფიქრის მიზეზი
რომ ერთადერთი ხარ ვისთვისაც ვიბრძვი
და ჰო
პარალელურ სამყაროში სადაც ჩემს თავს ვპოულობ
მხოლოდ სამი რამ მაინტერესებს
ვინ, რა ან რატომ.

რატომ აირჩიე გაგეცვალე 
რატომ არჩიე დავიწყება ჩემი და მერე
ვისში გამცვალე
და ჰო
ისევ ჰო
ისევ უბრალო
ისევ ისე
ისევ ნასვამი
როგორიც მინდა
როგორიც ვარ
როგორსაც მხედავ
სადაც ვიყავი
სადაც ვარ ან
სადაც ვიქნები
იქით მომძებნე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი