ისევ გვესრილეთ!
ისევ გვესრილეთ დამარცხების ტყვია ძლიერნო ისევ ხალიჩად მოიფინეთ ჩვენი დროშები. ისევ ჩაკეტეთ გადახსნილი ყველა კაბინა ისევ დაყარეთ ასაკრეფად რაღაც გროშები. ისევ მოკალით აქ გაზრდილი ყველა ყმაწვილი თუ გსურთ ნაღმებით გადაავსეთ ყველა მდინარე მერე კი სუფრას მიუჯექით ყანწებ გაწვდილი და ჩვენი ღვინის სიამიდან გამომდინარე არ შეგერგებათ გავსებული ბოლო ფიალა რადგან ცდილობთ რომ აკვანშივე მომკლათ მძინარე ჩემი ქუხილი ღმერთმა ცაში დაატრიალა და სიმამაცე ახლა ფარად გადავიფარე. ფეხებით ვიდექი თქვენს შექმნილ კანონზე, ფეხებით გავთელე ეგ ეკლის საზღვრები. მე მხოლოდ ჩემი მორალი მიმონებს და მის დაწერილ სტროფებსაც არ ვცდები. მოდით და დაღლამდე აწმინდეთ ხელები თქვენს მიერ ტალახში მოსროლილ მანტიას. მე კიდევ სიცოცხლის ბოლომდე ვეცდები ვებრძოლო მჩაგვრელთა კიდევ ერთ პარტიას. ეგ ყველა ტყვია დათვლილია, ვითვლიდით ძმები და ყველა დროშა აღვადგინეთ, ყველა სიმაგრეთ ჩვენს ირგვლივ დგანან კავკასიის უკვდავი მთები და კვლავ სხეულზე რკინის აბჯარს შემოვიმაგრებთ ერმა მეორედ ჩვენ დაგვბადა ყველა მოკლული. ყველა ვაჟკაცი, ყველა დედა, ყველა პატარა სვანეთში ახლა მუხლებამდე თოვა მოსული და ჩვენმა გულმა ეს ტკივილი ისევ ატარა. ჩვენ გადავლახეთ დანაღმული, ჩუმი ენგური და ახლა ისევ შესანდობარს ვამზადებთ თქვენსას ისევ დავადეთ ეკლესიას ბოლო აგური და გამარჯვების ჩვენ ვამზადებთ სუფრისთვის ლექსსაც. თქვენ კი გეცვლებათ დაწერილი ყველა განრიგი და ბედის ბორბლად სიკვდილისკენ გადაგიბრუნდით ვაი თუ მთებზე ჩვენებური ფეხი ავიდგით ვაი თუ კვლავ გავიმართეთ ვაი თუ შემოგიბრუნდით. ნიკა კუკავა 2021წ. 30 სექტემბერი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი