თითქოს ვიბრძოდით
თითქოს ვიბრძოდით, და გვეგონა: მომავალი ამ ბრძოლებით შეიცვლებოდა, თითქოს ვიცოდით, რომ: ერთად ყოფნით მოგებაც კი შეიძლებოდა. ჰო, მივყვებოდით იმ გზებს, სადაც უკვე ადრე ვიარეთ... და დამნაშავის სურნელებაც: იქ შევიგრძენით. რატომ გვეგონა რომ ეს გზები ჩვენ ბოლომდე გადავიარეთ, ან შევიცანით. და დაიქუხა: თითქოს ზეცამ იგრძნო შენი არყოფნა, თითქოს ვარსკვლავი მთვარემ თავის ჩრდიში ამყოფა, მე კი მანიშნა: უაზროა შენი ბრძოლები, და გთხოვ: გეყოფა. ჰო ამ წამიდან ყველაფერი გარდა-იცვალა! გარდაიცვალა ის ვარსკვლავი, და მეოცნებე. თითქოს მთვარემაც თავის წილი: ფერი იცვალა, და განგებამაც აღასრულა თავისი ნება. მე 21 ტყვია მომხვდა და ყველა გულში და ამ ტყვიების დენთის სუნი ვიგრძენი: სულშიც! ჰო! 21 ჯერ დამახალეს წყეული ყვია, ჰო! 21 ჯერ მაგრძნობინეს სიკვდილის სუნი, კვლავ დაიქუხა და დაეჯახა ღრუბლები ფიქრებს, მოდი დავლიოთ ჩამოასხი რაცგინდა იყოს, რომ დავამარცხო ის ვინც ჩემზე ამბოხს აპირებს! ვინც გინდა იყოს! ამ სამყაროდან გიგზავნი წერილის! რომ შენ იქ დამხვდე! სულ ცოტა დრო მივცეთ მომავალს! რომ ჩემი გახდე. და თითქოს ახა შევიგრძენი სიცოცხლის წვეთი! მიწას მაყრიან და ძარღვებში მეღვრება შხამად! ახაც ვიძახი: მთელი ეს დრო მიყვარდა ერთი! და ყველა ბრძოლა გამარჯვების: მიღირდა ამად. ჰო ამას მე ვწერ, იმედიაქვს მიხვდები რისთვის! რომ მომაბეზრა ლოდინმაც კი წამების დათვლა! ამ პარტიაში პაიკები გავწირე: მისთვის. და გამარჯვება არის ჩემი მომავლის გათვლა. ნიკა კუკავა. 2020წ. 30 დეკემბერი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი