ვცხოვრობ იქ სადაც
მე წარსულს აწმყოში არასდროს ვაძველებ, საზღვებსაც ოცნებებს არასდროს ვუკეტავ. ჩემ თავში ჩემ თავთან საუბარს ვაგრძელებ. და სიკვდილს შენობით საუბარს ვუბედავ. ვცხოვრობ იქ სადაც სიყვარული ლეგალურია, გუშინ მივიღე სამომავლოდ სამყოფი დოზა. მგონი იცვლება თვალებიდან ნანახი დრო და ახლა გრძნობებსაც გამოუვლის მეტამორფოზა. ნიკა კუკავა 2021წ. 22 თებერვალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი