ჩემი სტიქია
ღამის ქუჩებში ხეტიალი ჩემი სტილია ჩემი სტილია გამარჯვების შევქმნა გუნდები. მაგ ტუჩებიდან ალბათ რაღაც ჩემი წილია, როცა მივდივარ არ შეშინდე, მალე ვბრუნდები. მარტის ღმეებს უჩვეულო სიცივე დასდევს უაზრო ხმაურს ვერ აწყნარებს ვეღარც არაყი. ბობოქარ ქარებს - ვუკეტავ კარებს. მიკვირს რა არის ამ ამინდში ასე ამაყი. მიკვირს... რა არის შენ თვალებში ასე ლამაზი, თითქოს მიტყვევებს გადახიზნულ ჩემებრ ოცნებებს, მხოლოდ შენ შველი გადასერილ მაჯებს და ფიქრებს. მე კი არ ვიცი შენს თვალებზე ასე ძლიერ რა მაოცნებებს. ფიქრები შენზე აძლიერებს დასავლეთ ფრონტებს. ჩრდილოეთი კი მელოდება ფიქრების აყრა. ყოველი მხარე შენს თვალებთან დამაკავშირებს. და ასე ითქვა - გრძნობების მე მაკრია ალყა. ნიკა კუკავა 2021წ. 26 მარტი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი