გაზაფხულის ნისლებიდან


მე გაზაფხულის ყლორტებიდან,
გახლავარ რუხი მეომარი.
და გამწვანებულ ფოთლებიდან
ვარ გაწვიმების მეგობარი.

ამ გაჩუმების ხმაურიდან,
სახელად სუსტი იმედები.
ვარ ისტორიულ დაბლობიდან,
ახლა მთებისკენ ვიხედები.

მე ვარ არტისტი სპექტაკლიდან,
აფიშით - უმკლავო დიდოსტატი.
და ასე უნიჭო სცენარიდან,
ახლა ტრიუმფსაც ვუმკლავდები.

გვირილის ფოთლის ცრურწმენიდან,
ახლა ხელში შემრჩა კესანები,
ვარ ჩაკეტილი ოთახიდან,
და მის სიბნელეს ვემსგავსები.

წარსულის ძველი წიგნებიდან,
სანამ გრძნობის გვერდებს ამოვხევდე,
დაბლა დაგდებული ნუ გგონივარ,
ახლა მაღლა ვარ და ,,ამომხედე".

ფილმიდან: წარსულის ზმანებანი,
როლი მოვირგე დასასრულის.
წყენა საათსაც დავავიწყე,
წყენა ამინდსაც გადაუვლის.


ნიკა კუკავა
2020წ. ამარტია
              რვა მარტია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი