პოეტებს უხდებათ


პოეტებს უხდებათ სიგარა
პოეტებს უხდებათ მანტო.
პოეტებს უყვართ სიმშვიდე 
და ხშირად იხილავთ მარტოს.

პოეტი ყველა გიჟია
რადგან სიმართლეს ამბობს,
პოეტი ყველა გმირია
რადგან სულ ირჩევს ამბოხს.

ყველა პოეტი იბრძვის,
ბევრ მათგანს ტყვიაც მოხვდა,
პოეტი არასდროს ბრუნდება
რავქნათ თუ ასე მოხდა...

ყველა პოეტის მტერია სიკვდილი,
ბევრ მათგანს ხელიც მოკრა...
პოეტი არასდროს ცოცხლდება
თუ ის პოეტად მოკვდა.


ნიკა კუკავა
2021წ. 28 ივლისი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი