როგორია იყო ქართველი


ვზივარ და ვფიქრობ, როგორია იყო ქართველი?
ხომ არის ტანჯვა, მაგრამ უფრო სიხარულია.
რომ არ ნებდება შუა გულში სვეტიცხოველი
და კიდეებთან დანთებული სიყვარულია.

მავთულხლართებზე გადახსნილი ვენები არი,
გადასერილი მაჯებიდან დავიწყებთ ბრძოლას,
როცა სისხლისფრად იღებება რიონი, მტკვარი...
არავის მივცემთ უფლებას რომ იმედი მოკლას.

აღელვებული ენგურივით ვერთვები შავ ზღვას,
და საქართველოს ცემლებივით მტკივა სოხუმი.
აღარ ვაპირებ უსარგებლო სიტყვებით დავას
მას შემდეგ რაც მას მივაძახე: ,,მუშენ გოხუმი".

გვალვების სეზონს სექტემბერი აჩოქებს ახლა,
და ოცდაშვიდი მუხა ისევ გაიდგამს ფესვებს,
აღარ მეტყობა რიგით ქართველს სახეზე დაღლა,
გამოიდარებს გაზაფხულზე დავიწყებთ თესვებს.


ნიკა კუკავა
2021წ. 2 აგვისტო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი