ისევ


მე ვწედი ლექსს და შევქმენი პოემა,
სხვებმა კი მიწოდეს გიჟი.
მე მათ ჩამოვგლიჯე სიმართლის ემბლება,
ფოლადს კი დაეცა კაჟი:

და ალბათ ასეა საჭირო,
თქვენ კი სულ მე მდებთ ბრალს,
მე ჩემი სიმართლე მასუნთქებს,
თქვენი სიმართლე კი მკლავს.

ალბათ ასეა საჭირო,
ვერც თქვენ ვერ მშველით მთვრალს,
რადგან მე ყოველთვის გავყვები,
მკვდარი პოეტების კვალს.


ნიკა კუკავა
2021წ. იანვრის ღამე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი