ძალა შენთან ყოფნის წამის


არვიცი როგორ საიდან მაგრამ,
შენ გახდი ჩემი ოცნების სიმბოლო,
მიყვარხარ და ასე გადიან წამები,
მინდა რომ შენ გამო ყოველთვის ვიბრძოლო.

რამდენი ხანია უკვე რომ მიყვარხარ,
და შენზე ფიქრები ჰაერში მიჯდება,
მინდა გაიგო! მთლიანად ჩემი ხარ,
და შენზე ფიქრები წყალივით მჭირდება!

არვიცი რატომ და ბავშვივით გიყურებ,
თანდათან მინდება მე შენი ფერება!
იცოდე იმედებს არასდროს გიცრუებ!
სამყარო მასწავლეს მე შენმა ფერებმა.

მიყვარხარ, ისე რომ არავის უნახავს!
ჩემი გრძნობები ყველაზე დიდია,
მიყვარხარ ისე რომ სხვას გახდის უნახავს,
წამებიც შენზე ფიქრებში მიდიან.


ნიკა კუკავა
2021წ.  .......

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი