ირგვლივ ატეხილ ხმაურს


მინდა ვიცოდე რაღაც,
მინდა ვიწამო რამის.
ფიქრი უაზროა მართლაც,
სევდა კვლავ დაცემის წამის!

მომავალს აუტეხეს სროლა!
ყველა ბოროტების მხარეს.
დამარცხდა ვინც გაიბრძოლა!
ბნელი შეტყობია არეს.

მხოლოდ მე ერთი ვარ მგონი!
ამ დიდ სამყაროში ბოლო,
ვინც დაივიწყა ტონი.
ვინც შეიფერა სოლო.

ფიქრები ირევიან თავში,
ოცნება შეიფარეს მთებმა...
აღარ ვარ, მე პატარა ბავშვი,
თვალი ამიხილეს მტრებმა.


ნიკა კუკავა
გადამავიწყდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი