გადარეული - სულ არეული
იქნებ ოცნებებში კვალი ამრევია, ჩემ გონებას ფიქრები ახვევია. ავადმყოფობას ვერ შველის წამლები, ჩემთვის მშველელია ეგ შენი თვალები. მდუმარე მთა დგას და უტყვი არი, ჩემ გულს ამჩნევია წარსულის ნატყვიარი. ამ მთის მიღმა პატარა ხევია, ჩემ გულს ემოცია მდუღარედ ჩვევია. მტკივა, შენი ხელები როცა შორია რომ არ მენატრები უბრალო ჭორია, გარეთ გაიხედე კარზე ზარია, თავში ფიქრების მთელი ჯარია შენკენ მიმიწევს ეს გულის ფიქრი, შეუბრალებლად მთებისკენ მივქრი, ლამაზ ალიონს ანაცვლებს მთვარე, ვიცი, უშენობა რომ არის მწარე. ნიკა კუკავა 2020 წ. 11 ოქტომბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი