ასე კვდებიან ლეგენდები
ჯერ იმ ლეგენდებს დააკვირდით, რომ ლეგენდობენ, რაღაცას გეტყვის, გაუტარებ, გაიცინებ, და ზედმეტობენ. ჯერ ენდობი, გულს გაუღებ, შეეჩვევი, და გღალატობენ. ესეთებს ვეტყვი, არ გეგონოთ სამყაროში, რომ დაგინდობენ, ესე დარბიან ლეგენდები და ვერ ხვდებიან, რომ ხვდებიან გვიანია რადგან კვდებიან. შენ აგდებას რომ იწყებენ არ ჩერდებიან, ასე აგდებით დრო მიდის რომ ბერდებიან, მერე ხვდებიან, იმ შეცდომებს როცა მკვდრებად ჩაითვლებიან... მკაცრი ფიქრები განმარტოებულ ამ ბნელ მხარეში, რთული ტკივილი, გულთან ახლოს, მკერდის არეში, ახლა მოუნდა უძილობას ჩემში თარეში, ასე ლეგენდამ დაასრულა ჩემში სიცოცხლე, ასე მე მტერი დავამარცხე, მუდამ მოსისხლე, კიდევ ერთი დავაღამე ფიქრში ნათელი, და ვემზადები ფიქრისათვის დრო არის ბნელი მე ვარ მმართველი, ასე ფიქრსაც რომ უძლებდა კაცი ქართველი, ასე ფიქრებმა დამიძახეს, მე მკვდრის სახელი... ნიკა კუკავა 2020წ. 26 აპრილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი