ლუციფერი


,, ეჰ! არ მჯერა მე ეგ რაღაც"
დამახალეთ კიდეც ტყვია...
რომ სიკვდილი დამალულა სადღაც,
და სიცოცხლეს უკვდავება ქვია...

ბოროტების კარ-მიდამოს ვხედავ,
და ჭიშკართან მომრავლებულ სტუმრებს,
ამ სტუმრების დაცინვასაც ვბედავ
ეშმაკსაც კი მიჰყიდიან სულებს...

იქვე კართან ლუციფერი ცეკვავს,
ნაზად არხევს წითელ ფრთებს და კუდაც,
ცოდვილი კი მის კარებზე რეკავს,
ანადგურებს თავის ხორცს და სულსაც...

ზოგიც კარზე უკაკუნებს სიკვდილს,
მაგრამ რა ქნას ეს ყველასთვის არის...
ჰო ადრეა ჯერ ეგ მისი წასვლა
მაგრამ სხივნი აცილებენ მთვარის...

ვინც კი მოკვდნენ აქ არიან ახლოს,
ახალ ბინას პოულობენ ცაში...
არ გეგონოს მე პატარად დავრჩი,
და არასდროს აგერიო სხვაში...

შენ ჩემ ცრელმებს ვეღარ ნახავ ვერსად,
შენი ცრემლის დაიხრჩობი ზღვაში...
მე უშენოდ აღარ მცივა იცი?
შენ კი ალბათ შეგცივდება მთაში...

ნიკა კუკავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი