ფიქრში გაილია ღამე
ფიქრში გათეული ღამე, თეთრად მოკაშკაშე მთვარით, შენზე ნაფიქრალი წუთი, წლებად გადათვლილი წამით, დღეს უშენობით მერამდენედ დავწერ სტრიქონებს, სევდა-ნაჯერი გამოდგება ჩემი სტროფებიც, ასე სიშორე გაათენებს მრავალ ღამეებს, მასთან-დამჯერი გამოდგება ჩემი ფიქრებიც... შენი სიშორით იშფოთვიან ჩემი სუნთქვებიც, შენზე ფიქრები დამათევენ შენისლულ ღამეს, შენ გეკუთვნის გამეტებით გულის ფეთქვებიც, ალბათ წყვდიადი მომიყვება მელექსეს რამეს... ნიკა კუკავა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი