ალბათ - ახლა


ალბათ ახლა განაბული ვზივარ,
ფიქრებშია მთელი ჩემი გონი,
რათქაუნდა კალმით ხელში ვგდივარ,
მიხსენებენ ტკივილები მგონი...

ძველ იარებს მოვუკარი თავი,
მეგონა რომ გადავაგდე ადრე,
მაგრამ დროა მეტისმეტად ავი,
ჭრილობები იხსნებიან მწარე...

გული ისევ ისე დამძიმდება,
შეგიხსენებს ძველი მეგობარი...
აღარა ვარ ის ვინც გახსენდება,
ბიჭი ვარ მე დროსთან მეომარი.


ნიკა კუკავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი