ვფიცავ
იმ მგლობას ვფიცავ, გულზე რომ მახატია, ჩემი ცხოვრება უბრალო ნახატია, ზოგან ფერადია, ზოგან შავთეთრია, ზოგან მთელია და ზოგან ნახვრეტია, ფიქრი გალეული ფიქრი ალალია, მაგრამ ოცნებები მაინც მთავარია, სევდა ოხერი და სევდა მდუმარია, კართან მომდგარი და უცხო სტუმარია, იმლექსებს ვფიცავ წარსულს რომ უწერია, ჩემი ცხოვრება უბრალო ფურცელია, ზოგან თეთრია და ზოგან ნაჩხაპნია, ზოგან ბრძენია და ზოგან სულელია, ერთხელ დანახული ერთხელ გაჭრილია, ერთი გადატენვით, ერთხელ ნასროლია, მიზანს მიღწეული, მსხვერპლის წუხილია, ჩემთან დამნაშავის მწარე დუმულია... ბუნებას ვფიცავ, სულ რომ დიადია, ჩემი ცხოვრება სულ ყველგან მთიანია, ზოგან ასეთია, ზოგან ,,ი ს ე თ ი ა" ზოგან წყლიანი და ზოგან ქვიანია... ნიკა კუკავა 2019წ. 28 დეკემბერი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი