მგონი გიჟი ვარ


რატომ ვხედავ მე მსოფლიოს სუ სხვა ფერებში,
რატომ მგონია რომ სამყარო უსამართლოა,
რატომ ვამჩნევ მე სულ ბოღმას სხვების თვალებში,
და რად მივიჩნევ რომ ღიმილი უადგილოა,

მგონი გიჟი ვარ,და ვხედავ რომ აქ თქვენც გიჟად მთვლით,
ჩემთვის სამყარო მხოლოდ დიდი ბოღმის 
ყუთია,
კარგად დაფიქრდით სანამ გიჟთა სიას მიმათვლით,
აქ საუკუნე ჩემთვის მხოლოდ ერთი წუთია,

თქვენ სასაცილოდ აქციეთ და მერე გაყავით,
ყველა სიწმინდე უღირსებად გადააქციეთ,
თქვენ მთლიანობა დაშალეთ და ასად გაყავით,
და სიმართლესაც ამ ტყუილით ზურგი აქციეთ.

აქ გარყყვნილებით ლუციფერი აქციეთ კერპად,
სუფთა სამყაროს სიბინძურის შეძინეთ ფერი,
თქვენი წარსული თქვენ მომავალს გაუვლეთ მესრად.
და მომაძლავრეთ დავს დამდგარი მშიერი მტერი.

და ამის მერე კიდევ ერთხელ თუ გიჟს მიწოდებთ,
გთხოვთ საკანი გამიმზადეთ ჩემით მივდივარ,
თქვენ ცოდვების მონანიებას აღარ ინდომებთ, 
არ გეთანხმებით, როცა ამბობთ რომ მე გიჟი ვარ.


ნიკა კუკავა
2020წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი