ვტოვებ პლანეტას


მე არ მინდა ტყუილი და თავიც უაზროდ ვაპოეტო,
მხოლოდ დარდი მაქ კუთვნილი და არაფერი საპოეტო...

ვტოვებ პლანეტას, მივფრინავ კოსმოსში!
დავრეკავ, გალაქტიკას როდესაც გავცდები!
ვნახავ სხვა სისტემებს, ვარსკვლავთა ქაოსში!
და უკან დაბრუნებას არც კი შევეცდები!

მომავლის გათვლა უაზრო ფიქრია,
წარსულზე დარდიც უაზრო მოგონება,
რადგან როცა ნახავ წლებიც რომ მიქრიან!
თავიც უცაბედად სულელი გეგონება!

ცაში კომეტებსაც ომი დაუწყიათ!
მაგრამ შეჯახებით მაინც ვერ ერევიან!
იქვე ვარსკვლავებს საქმე ჩაუწყიათ!
მაგრამ სუსტები აქ მაინც არ ნებდებიან!

სატურნის თანამგზავრებს უცებ მოვიპარავ!
მარსს დავაჯახებ გრძნობის ასტეროიდს!
ციალის თან წაღებას  მიზნად დავისახავ!
პლუტონს დავუხატავ ჩვენგვარ ელიფსოიდს...


ნიკა კუკავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი