იერიში


როცა სისუსტეს ვუპოვით ,
მაშინ დავარტყათ მტერს.
თორე უაზრო ქმედებით,
მოიგებთ - ვერაფერს!
ვაზნა დააკლდა იარაღს,
მის გარეშე ხომ არ ისვრის!
ყველას მადლობას მოგიხდით!
ბევრი მტანჯველი წამისთვის!
ზოგჯერ მიზნამდე მიხვედით
ზოგჯერ უაზროდ იწყებდით ომს,
ახლა კი ფრთხილად იყავით!
სიმშვიდეს გავხდი მონაგონს..
და თუ მებრძოდით იმიტომ
რომ არცერთ თქვენგანს არ ვგავდი,
მე დაგამარცხებთ იმით რომ,
სუსტებს არასდროს ვჩაგრავდი.
არც უაზრობებს ვიძახდი,
და არც სიყვარულს ვტოვებდი!
მე არც სპექტაკლებს არ ვდგამდი,
და არც როლებზე ვდაობდი!

მე ჩემი სცენა ვიპოვე,
აქ ამ წერაში ბედის,
სადაც წამებმაც იომეს,
სიმშვიდის მხარეს, მტრედის!
მე ჩემი ხელით დავწერ მომავალს,
ხო თქვენ სცენარსაც შეგიდგენთ,
და დიდ მადლობას მომიხდით!
თუ რომელიმე შეგინდეთ!


ნიკა კუკავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი