ისევ მეშინია


ახლა მეშინია, გარეთ გაიელვა.
ჩემსკენ მოიხედე, იქნებ დავიკარგო.
ისევ დავიღალე, გარეთ ქუხილია.
მხრებზე დამადევი თავი ჩემო კარგო.

ისევ მეშინია, გარეთ წარსულია.
და მე ამის ამის გამო ისევ ვაგვიანებ.
მითხრეს ოცნებებმა ჩვენთან კარგიაო.
მითხრეს სიტყვა-სიტყვით რომ არ შემიყვარებ.

რატომ მეშინია, მხოლოდ სიბნელეა...
რაღაც ხმები ისმის ახლა ბნელეთიდან...
ნიავს შევიგრძნობდი, რომ არ დამეკარგე...
მაგრამ ქარებია ახლა სამხრეთიდან...

ისევ მეშინია, გვერდით არავინ მყავს...
ვცდილობ დავიმალო, მაგრამ არ გამომდის...
ისევ გაღიმებით ვცდილობ გადავფარო
მაგრამ ვიკარგები სულში აგამონდის...


ნიკა კუკავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი