ჭაღარა გვათოვს


ჭაღარა გვათოვს
უგზო-უკვლოდ და ჩვენც ვბერდებით.
თან აღარ ვიცით
რას წაგვართმევს მტერი ამ ღამეს.
გაფანტულ დარდთან
გატანჯული სულის ვედრებით,
ვხედავ ვმარცხდებით
და ამ გზებმა უკვე დამღალეს...

მესმის რთულია
რთულია და უფრო ვართულებთ.
მამლის ყივილი
აღარ ხვდება უკვე განთიადს.
ჩვენ რაღა გვიჭირს
მერამდენე სპექტაკლს ვასრულებთ
და პიესები
ამ ჟურნალში იწერენ ფრიადს.

როცა გვეგონა
მოვიგებდით მაშინ წავაგეთ
მაშინ წავაგეთ
ყველაფერი ბუც და თოლიაც
ჭეშმარიტება
მაშინ იყო როცა ავაგეთ
ახლა სიმართლე
უსათუოდ მარცხის ტოლია.

ჭაღარა გვათოვს
გვათოვს წლები და ჩვენც ვბერდებით
და აღარ გვახსოვს
ცხოვრებისგან მეტი რა გვინდა
ახლა კი ისევ
ჩვენთვის მოყრილ ვერცხლსაც ვჯერდებით
და აღარ ვიცით
აღარ ვიცით სად რა დაღვინდა...


ნიკა კუკავა
2021წ. 6 ოქტომბერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი