ყმუიან მგლები
ოქტომბრის თვეში მზესთან ერთად ცივა ბატონო, შუაგულ ტყეში მე ვუძლებდი ამ ქართა ასხმებს. მაწვება ლეში როგორ მინდა ესეც ავწონო და მერე მთებში მწვერვალებთან დავხვდე თავდასხმებს. ყმუიან მგლები ყმუიან და გზაშია თოვა დაფარა გზები დაფარა და ვიწყებ თარეშებს. ჩამესმის ხმები ხმებია და საღამოც მოვა... ოღონდ გავაგნო და ქოხი დამხვდეს კარის გარეშე. კაცია ჩემს წინ წვერებით და ხნიერი ძვლებით, მან მითხრა, უწინ უწინ შვილო ვებრძოდი ქარებს... მაგრამ რას ვიზამთ მიდის დრო და ყველა ვბერდებით. და თან ვიხურავთ სიძლიერის ბობოქარ კარებს. ნიკა კუკავა 2021წ. 7 ოქტომბერი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი