მე უკეთ ვიცი
მე უკეთ ვიცი, უკეთ ვიცი ვისგან რა მინდა, რადგან ყოველთვის იმდენს ვამბობ რამდენიც მმართებს... ამ სამყაროდან სხვა სივრცისკენ მივემართები და ვეღარ ვუძლებ, ვეღარ ვუძლებ უკვე აღმართებს. სანამ ეშაფოტს მომიტანენ, სანამ მეტყვიან: აი პალატა თვალის ჩინი თეთრი პერანგი მანამდე ისევ შევეცდები ბევრი დავლიო! ზარბაზნებიდან გასროლილი ციხეს ვერ ანგრევს. და ვეღარ ნერგავს ჩემს ეზოში აპრილი მაისს... შენკი კვლავ კარგავ მონდომებას იმედს და ხალისს. კაცი იდგა ასი წლის იწვოდა და იბრძოდა თან წყლად მიდის თან იწვის იცოდა და იცოდა... იცოდა რომ ათოვდა მას ჭაღარა გაფენილ იხსენებდა, ახსოვდა ასველებდა ქვაფენილს... ნიკა კუკავა 2021წ. 7 ოქტომბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი