ვალოკორდინი


სოლიდარობა 
სოლიდური თანხის სანაცვლოდ,
მე ახლა ვყვირი, 
ვყვირი ვყვირი ნიშნად პროტესტის!
მაგრამ რათ გინდა
ყველაფერი ისევ ამაოდ...
და საბოლოოდ
ხელში გვრჩება მხოლოდ გროტესკი.

ეპიტაფია
შავ-თეთრ ქვაზე ამოკაწრული,
ნანგრევებშია
მოყოლილი ახლა ქვეყანა,
გვეამაყება
საბოლოოდ მხოლოდ წარსული,
და აღარ ვიცით
როგორია ამის ატანა...

მხოლოდ იღიმის
განალახი სუფრის თამადა...
ომი როცაა
წითელ ხიდთან დგება რიგებში,
ნუღარ გრცხვენია
გვიღალატე უფრო თამამად
ოღონდ ნაყიდი
სიამაყის ძირძველ ფარგლებში.

პატივისცემა
აღშფოთებულ ერს და მედიას
ჩამოსხმულია 
თქვენთვის ჭიქით ვალოკორდინი
და გაჩუმებულ
მეომართა მთლიან გვარდიას
აქ აღარ უღირს
გადალახოს გზაჯვარედინი...

სანამ სახსრებსაც
მოხმარების ვადა გაუვათ
გადაგელახოთ
ამიტრეფტილ ალფრედ ადლერი
სანამ სისხლძარღვებს
სისხლი ისევ ტვინში ჩაუვათ
კვლავ გაგელახოთ
ისტორიის ყველა დილერი.


ნიკა კუკავა
2021წ. 9 ოქტომბერი:
ბათუმის ტრაგედია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი