მეგობარი
თავისუფალი ვარდნისათვის მოემზადეო, მაფრთხილებს, ისევ შეამოწმე შენი ზურგჩანთა. გავფრინდებოდით სამყაროდან ღია კოსმოსში, როცა სისტემას საბოლოო სხივი უჩანდა. კოსმოსურ მტვერში დაგვეკარგა ყველა ნიღაბი, და ზურგის ქარი გაამყარა - გრავიტაციამ... გაიღო ჩვენთვის გასასვლელი - ყველა კაბინა, და გადაშვების ნება მოგვცა - ავიაციამ. და ამის მერე ყველაფერი სხვანაირია, აქ არ მოქმედებს აღარც ერთი განზომილება. ყველა ვარსკვლავი ჩვენი ნახვით - გადაირია. და აღარ მოგვდის აღარც ერთი შეტყობინება. სული ახლოს დგას, სხეული კი ასე შორია, ჩვენ გადავხლიჩეთ ყველა სახის მატერიალი... აღარ გვაწუხებს გაფანტული მელანქოლია, რადგან ვიპოვეთ სულ სხვა სახის პოტენციალი. ჩვენი სამყარო სულ სატურნზე გადავიტანეთ, არ გაგვივლია არსებულთან - პარალელები. მაინც გულში გავქვს რაც აქამდე გადავიტანეთ, და გავიაზრეთ რამდენია - გასავლელები. ჩვენს სამყაროში ყველაფერი უცნაურია... რადგან პირიქით გადავაწყვეთ ყველა ფაქტორი. დაგელოდებით, დამიჯერეთ ეფექტურია... რაგან აღარ გვყავს აღარც ერთი ძველი აქტორი. ნიკა კუკავა 2021წ. 21 ივნისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი