გადახიზნული იმედები
სადღაც გახიზნული იმედები, თითქოს დაისია - უცნაური. თქვენ ხო გაჩუმდით ამჯერად, ქვეყანას მოუწყეთ წიწამური. სისხლში გასვრილი ხელებიდან, ჟღერენ დამტანჯველ - კანონები. დროით დაღლილი თვალებიდან, სუ სხვა ფერია სამართალი. წითლად გადასულ დაისიდან, სადღაც გაიქცა გათენება. დროში გაჩრილი სიბნელიდან! მაინც მჯერა რომ - გათენდება. ნიკა კუკავა 2021წ. --- ---- --
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი