გტოვებთ... მივდივართ...
პირველი კლასი, დარჩენაზე წუწუნს გაჰქონდა, რომ მიდიოდნენ მშობლები და გვტოვებდნენ კლასში, მაშინ ის სევდა ჩვენ სულ ყველას გულით დაგვქონდა, ამ დროს კი ჩუმი ოცნებები მიქროდნენ სახში. მაშინ მოვედით, და ეს სკოლა ვაქციეთ სახლად, ახლა მივდივართ, და ის სევდა მძლავრდება ისევ, პირველ კლასელი ბავშვივით ვდგავართ სცენაზე, და ოცნებებში აქ დარჩენას ვეჩრები, მივსდევთ. ვეღარ დაგვიწერთ ამ ჟურნალში ნანატრ ათიანს, და ჩვენი წასვლით დერეფნები დადუმდებიან. დღეს მომავალი, სკოლის გარეთ, სხვაგან ანთია, დაწასვლის წუთში გრძნობებიც კი არ ჩუმდებიან ზოგიც თან მიგვაქ, ზოგს გიტოვებთ ჩვენ მოგონებებს, ზოგიც მერხებზე, ან კედლებზე დაკაწრულია, მოგვენატრებით! თან ძალიან მოგვენატრებით! ნურასდროს ჩათვლით რომ ამაგი დაკარგულია! გასაოცარი ლეგენდები ივლიან ჩვენზე, როგორ მოვედით, მერე დავრჩით, ახლა მივდივართ, თითქოს ავდივართ დამძიმებულ ცხოვრების გემზე, და მისტიური მოვლენები გველოდებინ. ჩვენ ასე ჩუმად გაგვეპარა თორმეტი წელი, ზოგჯერ ვტიროდით, ვიცნოდით, ვიყავით ერთად. მოგვენატრება ის განცდები, აწ უკვე ძველი და ბოლო ზარი იგუგუნებს, უძრავად, ერთხმად. ჰოო! ახლა ხვდებით? ეს წუთები როგორ ძვირია თან ჩვენს გულებში გამარჯვების ბოლი ანთია, ამ თვალებიდან ეს ცრემლებიც სადღაც მირბიან თითქოს პატარა, მაგრამ მაინც გოლიათია. ნიკა კუკავა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი