ვუცხადებ რომს.


გატეხე ფიციც და გამტეხე მეც,
ღამეც და დღეც,
სხვებიც და შენც!
ამიჯანყდებით, წვიმაში - თოვლში,
დაიწყებთ ომს,
რომელით თოვს
რომელიც ჩემშია და გასვლას მთხოვს.

ვაცხადევ ომს,
ვუცხადებ რომს,
ჰაერზე გასულს ან
დაკარგულ ტომს,
და დავწერ ბევრს, არავის მკვლელს
და გთხოვ რომ პროცესში ნუ მიშლი ხელს
მე ვებრძვი ბევრს,
შენ მიშლი ნერვს...
რომელიც ისედაც ერთი მაქ და
რომელსაც გიტოვებ არ მიმაქ თან...

დავხუჭე თვალი და მე ვნახე ის,
რაც ღია თვალებით არ ჩანდა ჰო,
თავი არ გაწირო არავისთვის
რომ ზიღღი მის გულში არ დაბადო...
რომ გავა დრო, მივაგნებ გზას,
როდესაც სიყვარულს ავუხსნი სხვას....
         მერამდენე იმპერიას გავუფანტე დენთი
         ახლა კიდევ მასიური დაპყრობების დროა
         დაგროვებულ მოგეგებს კი დავამატე ერთი,
         როცა ჩემს წინ გამეტებით დავაჩოქე ტროა
   მერამდენე იმპერიას დავანახე ბოლო,
   უმეტესი მათგანი კი პატიებას მთხოვდა,
   მინდება რომ მე ჰაერში კიდევ გავისროლო,
   და გავიგო რომ ეს ტყვია ჩემ სამიზნეს მოხვდა.


ნიკა კუკავა
2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი