,,დაბადების თარიღი"
მეთექვსმეტე ზაფხულია უკვე, ჩუმ აგვისტოს გადასიცხულ თვეში შემოდგომის გამარჯვებას ვურკვევ ზამთარს ასე ახლოს მდგარს ამ რიგში სამსჯავროზე წამსდგარია თოვა აღსარებას ჩააბარებს ყანებს გაირკვევა რომელ თვეში მოვა მისი ხომ მე ყველაფერი მმართებს. დაბადების თარიღი გათოშილი რიცხვია სულ ბოლომდე დალეული ახალი წლის მერე ეს თარიღი მემგონი ამ ჭადრებმაც იციან მასზე ლექსი მე ხომ უკვე არაერთხელ ვწერე. ოცდაერთი იანვარი, ოცდაერთი კვდომა ოცდაერთი ლაზადი, ოცდაერთი თოვა გამეფებულ ზამთრის, ტახტში ჩუმი ჯდომა მემგონი რომ ეს თარიღი არაერთხელ მოვა. სახურავიდან დაწერილი ლექსის სიმძიმე მიზიდულობა, ნიუტონი, ვაშლი და ვარდნა ვხურავ სამყაროს, ვიხდტი ტანზე მერე ვიძინებ დილით კი ვხედავ როგორია იანვრის ბარდნა. ნიკა კუკავა 2021წ. 21 იანვარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი