გასახსენებლად დავიწყებულთა


ღიმილის ფონზე ცრემლები ხომ ყველას ჯობია...
გადაღვრილია ავსებული გრძნობის ფიალა.
შენ შორს წახვედი აღარ მოხვალ მე კი მგონია,
ჩემი იღბალი თავსხმა წვიმამ მიატრიალა...

აბა ვინ მეტყვის უშენობა რომ არ დამდგარა,
აბა ვინ მეტყვის რასაც ვხედავ რომ სიზმარია.
ახლა გრძნობების საჰარაშიც წყალი ჩამდგარა,
მე კი ვერ ვხვდები ასე ძლიერ რა გიხარია...

დალოცეთ ყველა, ვინც ამ მთებზე ფეხით იარა,
გადაიარა უთქვენობა და სუნთქავს ისევ
ვისაც ამ ცრემლმა ვერ დაატყო თვალზე იარა!
და არ ჩერდება! მოძრაობს და იმედებს მისდევს.

დალოცეთ ყველა დაქცეული გრძნობის ფიალით
და მერე თქვით რომ მონატრება იწვის გარშემო!
ჩვენ კი ვეცდებით ისევ ისე დარდ-ხეტიალით
ჩვენი სამყარო მაღალ მთებში ჩუმად ვაშენოთ!

ირგვლივ ივსება გასუსული გრძნობათა სუნთქვა
ჩვენ კი არაფრის აღარ გვჯერა ამის შემდეგაც,
აღარ გვიყვარხართ წასულები მათ ასე უთქვამთ 
ჩვენ კი გვგონია თავი მკვდრები ამის შედეგად...

მაგრამ სიტყვები უძლურია რომც ვიყო ლეში
კვლავ გავათენებთ შემოდგომის ღამით ნათებას
ნუ გეშინიათ არ იშლება გრძნობა ერთ დღეში
ჩვენ კი მანამდე მოვახერხებთ სხვაგან ანთებას.

მგონი დროა რომ დაგვაყაროთ მიწა-კლდეებით
აღარ იდარდოთ ჩვენს ყოფაზე და სულ ეგ არი!
ზამთარი მოვა და ჩვენ ყინვებს შევეკედლებით
არდაიდარდოთ უკან მოგვდევს ყველა მხედარი.


ნიკა კუკავა
2021წ. 12 ოქტომბერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი