სეპარატისტის დღიურიდან


один... два... три...
სახელი, სული
მტრის და სხვა არაფერი,
Россия — священная наша держава,
ასე იწყება ჩვენი დილა
მსახურება და ყველაფერი!

შენ კი ტყუილად გაბრალებენ
ჩემო Свобода
ინგუშთა ცრემლის გამომწვევი
როგორ იქნები!
შენი მონობა ხომ ჯობია
ვიდრე მცდელობა
და მის შემდეგაც აღარ ვიცით
საით ვიქნებით.

ხომ ხედავ უკვე შენს გამო რომ
ძმებთან ვიჩხუბეთ!
და გავოგნეთ ამ ღალატით
ყევლა ქართველი...
სოხუმის წმინდა ტაძრებიდან
მაღლა ვიცურეთ
და თქვენ გიწოდეთ ჩვენი სულის
ერთი მმართველი.

უკვე მოვირგეთ გაცვეთილი
ხალიჩის როლი!
თქვენ ჩამოდიხართ გადაგვივლით
და გვიხარია!
აღარ გასვლიათ ზამთრის ბუხრებს
სიწმინდის ბოლი..
და აღარ ვიცით ცხადია თუ
ეს სიზმარია.

თავისუფლება არ ჯობია ორთავა
არწივს
აი მორალი გვამშვიდებს და
გულსაც გვიოკებს
ჯვრიანი დროშა ღრიალებს და
ჩვენი გასწივის
თქვენს დადგმულ სცენარს ეგ ხმაური 
ვევერ ახრიოკებს.

მაგრამ გულს დარდი ათოვს 
სექტემბერის თვეში
რადგან ქართველებს დანებების
არ აქვთ წარსული...
ათასი ფიქრი შიგნიდან მჭამს
გადაღრღწნილ თავში
რომ ჩვენი საქმე საბოლოოდ 
არის წასული.


ნიკა კუკავა
2021წ. 12 ოქტომბერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი